https://sputnik-georgia.com/20211128/niqozsi-arqeologiuri-gatxrebis-sedegad-preistoriuli-periodis-artefaqtebi-armoacines-262426301.html
ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად პრეისტორიული პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს
ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად პრეისტორიული პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
აღმოჩენილ ნივთებს შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში... 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T17:40+0400
2021-11-28T17:40+0400
2021-11-28T21:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249295518_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_89da134664370ee4abe205aad0822494.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.არქეოლოგიური გათხრები კულტურის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ფარგლებში განხორციელდა. არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.უწყების ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ნიქოზის მკვიდრის ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოს და რკინის წიდები და ლითონ-სადნობი ქურის ნიშნები აღმოაჩინეს.ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები (დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულის) და სამარხი მიცვალებულის ნაშთებით.თეა წულუკიანმა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ სამინისტროს მიერ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი.აღმოჩენილი ნივთები შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და, საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში იქნება გადატანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249295518_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_bd38a440f2fc1e7a072fe07b36b8ecae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად პრეისტორიული პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს
17:40 28.11.2021 (განახლებულია: 21:43 28.11.2021) აღმოჩენილ ნივთებს შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში გადაიტანენ.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
არქეოლოგიური გათხრები კულტურის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ფარგლებში განხორციელდა. არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
უწყების ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ნიქოზის მკვიდრის ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოს და რკინის წიდები და ლითონ-სადნობი ქურის ნიშნები აღმოაჩინეს.
ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები (დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულის) და სამარხი მიცვალებულის ნაშთებით.
თეა წულუკიანმა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ სამინისტროს მიერ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი.
აღმოჩენილი ნივთები შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და, საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში იქნება გადატანილი.