https://sputnik-georgia.com/20211224/qartulma-filmma-moskovsi-gran-pri-miiro-263116883.html
„ბოდიში დაგვიანებისთვის“: ქართულმა ფილმმა ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო
„ბოდიში დაგვიანებისთვის“: ქართულმა ფილმმა ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო
Sputnik საქართველო
მოსკოვში თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T10:18+0400
2021-12-24T10:18+0400
2021-12-24T16:03+0400
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263110053_0:0:1540:866_1920x0_80_0_0_c99aada23e389c0618890c6a58567856.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბოდიში დაგვიანებისთვის“ ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო, აცნობეს Sputnik–საქართველოს ფესტივალის ორგანიზატორებმა.თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი „მოსკოვური პრემიერა“ რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის 17–21 დეკემბერს გაიმართა.ჟიურის სპეციალური პრიზი „თხრობის დახვეწილი მანერისთვის“ მიიღო უზბეკი რეჟისორის შერზოდ ნაზაროვის ფილმმა „აბრეშუმის გზაზე“, ჯილდო „ბავშვობის უნიკალური სამყაროს ხორცშესხმისთვის“ – ყაზახი რეჟისორის ელდიარ მადაკიმის ფილმმა „სალვადორ დალი“.ფესტივალის ფარგლებში სულ წარმოდგენილი იყო 85 ფილმი, გაიმართა 50-ზე მეტი სეანსი და თემატური ღონისძიება. კინოსეანსების ფინანსური მხარდამჭერი იყო რუსეთის კულტურის სამინისტრო და დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდი.ბერაძის ფილმი „ბოდიში დაგვიანებისთვის“ რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ადამიანი იღუპება სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ნათესავებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს შორის დაპირისპირება იწყება. მოკლემეტრაჟიანი ფილმი პირველად ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე აჩვენეს, სადაც ჟიურის შექება დაიმსახურა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
https://sputnik-georgia.com/20211213/rezo-gabriaze-retrospeqtiva-moskovis-festivalze-262817984.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263110053_0:0:1540:1155_1920x0_80_0_0_cc68a3e2af8b8dcc6a807fb2c70d9321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
„ბოდიში დაგვიანებისთვის“: ქართულმა ფილმმა ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო
10:18 24.12.2021 (განახლებულია: 16:03 24.12.2021) მოსკოვში თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბოდიში დაგვიანებისთვის“ ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო, აცნობეს
Sputnik–საქართველოს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი „მოსკოვური პრემიერა“ რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის 17–21 დეკემბერს გაიმართა.
ჟიურის სპეციალური პრიზი „თხრობის დახვეწილი მანერისთვის“ მიიღო უზბეკი რეჟისორის შერზოდ ნაზაროვის ფილმმა „აბრეშუმის გზაზე“, ჯილდო „ბავშვობის უნიკალური სამყაროს ხორცშესხმისთვის“ – ყაზახი რეჟისორის ელდიარ მადაკიმის ფილმმა „სალვადორ დალი“.
ფესტივალის ფარგლებში სულ წარმოდგენილი იყო 85 ფილმი, გაიმართა 50-ზე მეტი სეანსი და თემატური ღონისძიება. კინოსეანსების ფინანსური მხარდამჭერი იყო რუსეთის კულტურის სამინისტრო და დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდი.
ბერაძის ფილმი „ბოდიში დაგვიანებისთვის“ რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ადამიანი იღუპება სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ნათესავებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს შორის დაპირისპირება იწყება. მოკლემეტრაჟიანი ფილმი პირველად ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე აჩვენეს, სადაც ჟიურის შექება დაიმსახურა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.