ფესტივალ „მოსკოვურ პრემიერაზე" რეზო გაბრიაძის რეტროსპექტივა გაიმართება

© photo: Sputnik / Evgenia Novojenina / გადასვლა მედიაბანკშირეზო გაბრიაძე
რეზო გაბრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
რუსულ ფესტივალზე ბევრ ქართველ რეჟისორსა და მსახიობს მოიგონებენ, მათ შორის არიან გაბრიაძე, კავსაძე და სხვები.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა" (Московская премьера) დიდი ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის რეტროსპექტივა გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.
თანამეგობრობის ქვეყნების კინოს მესამე საერთაშორისო ფესტივალი რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის 17-21 დეკემბერს გაიმართება.
რეტროსპექტივის ფარგლებში აჩვენებენ 12 ფილმს, მათ შორის: „ჰარი-ჰარალე, დედაო", „პეპელა", „კავკასიური რომანსი", „ქვევრი", „არ იდარდო", „შერეკილები", „ფეოლა", „ნაძლევი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „ქინ-ძა-ძა".
რეტროსპექტივის ჩვენება დაგეგმილია კინოთეატრ „ილუზიონში" და ვოზნესენსკის ცენტრში, სადაც ასევე გაიმართება მარინა დმიტრევსკაიას მონოგრაფიის პრეზენტაცია რეზო გაბრიაძის კინო და თეატრალური საქმიანობის შესახებ.
გარდა ამისა, რეტროსპექტივაში „ხალხთა მეგობრობა" ფესტივალის სტუმრები იხილავენ რომან წურწუმიას „დედამიწის საყრდენს", რომელიც რეჟისორისა და ოპერატორის ხსოვნას ეძღვნება, ასევე ფილმს „თელი და თოლი", რომელიც კახი კავსაძის ხსოვნას ეძღვნება. სეანსები ტურგენევის სახელობის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიც. მათ შორის ილია ასიტაშვილის „მზადება", ლუკა ბერაძის „ბოდიში დაგვიანებისთვის".
ფესტივალში მონაწილეობენ კინემატოგრაფისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან. ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.
რუსუდან გლურჯიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
რუსუდან გლურჯიძე ფესტივალ „მოსკოვის პრემიერის“ ჟიურის უხელმძღვანელებს
სულ ნაჩვენები იქნება 85 ფილმი, ეპიდემიიდან გამომდინარე, დარბაზში პირბადიანი მაყურებელი „ჭადრაკის პრინციპით" განლაგდება.
კინოსეანსების ფინანსური მხარდამჭერია რუსეთის კულტურის სამინისტრო და დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდი.
ყველა ახალი ამბავი
0