https://sputnik-georgia.com/20211224/qartuli-ocnebis-poltsabwos-ori-wevri-emateba-263142338.html
ვინაობა ცნობილია: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი წევრი დაემატება
ვინაობა ცნობილია: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი წევრი დაემატება
Sputnik საქართველო
პოლიტსაბჭოს ახალი წევრები ირაკლი კობახიძემ დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა. 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T20:41+0400
2021-12-24T20:41+0400
2021-12-24T23:37+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749977_0:105:3000:1793_1920x0_80_0_0_fea0c722f5ad50ee22a2dd2cf5d0170c.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას კიდევ ორი წევრი დაემატება, რომელთა ვინაობაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დაასახელა. საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანზე. კობახიძის ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების მიზნით მიიღო.კობახიძემ ოხანაშვილს და ჩიქოვანს წარმატებები უსურვა. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ამჟამად 19 წევრია. 2021 წლის 16 იანვარის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
https://sputnik-georgia.com/20211224/--263138866.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749977_235:0:2766:1898_1920x0_80_0_0_1b8dd5ff0839d9b2145196de344a9cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ვინაობა ცნობილია: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი წევრი დაემატება
20:41 24.12.2021 (განახლებულია: 23:37 24.12.2021) პოლიტსაბჭოს ახალი წევრები ირაკლი კობახიძემ დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას კიდევ ორი წევრი დაემატება, რომელთა ვინაობაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დაასახელა.
საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანზე.
კობახიძის ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების მიზნით მიიღო.
კობახიძემ ოხანაშვილს და ჩიქოვანს წარმატებები უსურვა. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.
„გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე. წარმატებას ვუსურვებ გიორგის“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ამჟამად 19 წევრია. 2021 წლის 16 იანვარის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.