https://sputnik-georgia.com/20211224/kaladze-abonementis-yidvistvis-kreditis-agebas-urchevs-xalxs-263137671.html
აიღეთ კრედიტი – კალაძის რჩევა მგზავრობის აბონემენტის შეძენასთან დაკავშირებით
აიღეთ კრედიტი – კალაძის რჩევა მგზავრობის აბონემენტის შეძენასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათის შეძენა მოუწევთ. 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T18:50+0400
2021-12-24T18:50+0400
2021-12-24T22:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250118244_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0b3af33bd37c397486572190f92242e8.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის წლიური ან 6-თვიანი აბონემენტის ყიდვას ურჩევს.საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. 6-თვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.„შეიძლება ბანკებთან მოლაპარაკება და თანხის გადანაწილება. არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია ყველა შეჭირვებული ოჯახი და პენსიონერი ძველებურად გადაიხდის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი", – განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეძლებენ დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები ძვირადღირებული აბონემენტის შეძენას.შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის – 10 თეთრი.
https://sputnik-georgia.com/20211224/kaladze-transportze-tarifi-ki-ar-zvirdeba-iapdeba-263122162.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250118244_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_0ba9e8e82b6753deac8b85112cd60836.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
აიღეთ კრედიტი – კალაძის რჩევა მგზავრობის აბონემენტის შეძენასთან დაკავშირებით
18:50 24.12.2021 (განახლებულია: 22:43 24.12.2021) თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათის შეძენა მოუწევთ.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის წლიური ან 6-თვიანი აბონემენტის ყიდვას ურჩევს.
საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. 6-თვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.
„შეიძლება ბანკებთან მოლაპარაკება და თანხის გადანაწილება. არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია ყველა შეჭირვებული ოჯახი და პენსიონერი ძველებურად გადაიხდის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი", – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეძლებენ დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები ძვირადღირებული აბონემენტის შეძენას.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის – 10 თეთრი.