უბედური შემთხვევა თბილისში: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო მოხდა.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგონა დაიღუპა. შემთხვევა დიდუბეში მოხდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაუმართავი გამათბობელი გახდა, რომელმაც საცხოვრებელ სახლში CO-ს დაგროვება გამოიწვია.
„იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, – მიმართავს „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მარტო იმყოფებოდა, ის სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა.
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
ღიად დატოვებული გაზქურის გამო გლდანში აფეთქება მოხდა
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით („ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა“) დაიწყო.
გარდა ამისა, ამ დილით თბილისში, გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში წყლის გამაცხელებლების და გათბობის სისტემების კუსტარულად დამონტაჟება დაიწყო. უხარისხო მონტაჟის გამო ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის ან არასწორი წვის შედეგად თბილისში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0