ღიად დატოვებული გაზქურის გამო გლდანში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს აფეთქებას 30-მდე საცხოვრებელი სახლი გადაურჩა. „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზგამანაწილებელი კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესებს – სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და ყურადღება მიაქციონ გაზზე მომუშავე დანადგარების მუშაობას.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში წყლის გამაცხელებლების და გათბობის სისტემების კუსტარულად დამონტაჟება დაიწყო. უხარისხო მონტაჟის გამო ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის ან არასწორი წვის შედეგად თბილისში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0