ჩოხატაურში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
ორდღიანმა გადაუღებელმა თოვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილება გართულებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ამ დროისათვის გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ორი სოფელი – სურები და ზოტი. ამჟამად ზოტში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.
დახმარებას ითხოვენ ბახმაროში დარჩენილი მოქალაქეებიც, სადაც თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს.
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
სტიქიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ამ დროისათვის შუქის გარეშე რჩება რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი. ქარმა და თოვლმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და დააზიანა სადენები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და მიმდინარეობს აღრიცხვა.
ყველა ახალი ამბავი
0