სტიქიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ზარალის დათვლას და შესაბამისი დახმარების გაწევას დაჰპირდა.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ტელეარხის ცნობით, სოფელ ზენითში, ასევე ჭახათი-გეგიძეების მიმართულებით საავტომობილო გზებზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ გზა ჩაკეტა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროცესში ჩაერთო დეპარტამენტის ტექნიკა, რის შემდეგაც გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა.
დიდთოვლობა აჭარის მთებში: საქართველოში ნამდვილი ზამთარი დადგა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
დიდთოვლობა აჭარის მთებში: საქართველოში ნამდვილი ზამთარი დადგა - ვიდეო
ქობულეთში ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს, ასევე დაზიანებულია ავტომობილები. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა კაიკაციშვილის განცხადებით, პრობლემები იყო გაზმომარაგებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.
მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები გასული არიან შემთხვევის ადგილებზე, სწავლობენ მდგომარეობას, მოხდება ზარალის დათვლა და ყველას შესაბამისი დახმარება გაეწევა.
ყველა ახალი ამბავი
0