ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა ხულოს რაიონში
დიდთოვლობა ხულოს რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა, იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გზის გაწმენდის სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე თავისუფალია რიკოთის მონაკვეთზე.
ასევე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად საავტომობილო მოძრაობა აღდგა ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე და ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 1-50 კმ (ხაშური–აწყური) მონაკვეთზეც.
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
უამინდობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს
რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ დროისათვის უამინდობის, კერძოდ, ქარბუქის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთი), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე. მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საჩხერე–ონის, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი–მელეს, ხაიში–კალას და ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ასევე გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 12-106 კმ მონაკვეთზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზაზე – კორშა–შატილის მონაკვეთზე.
ყველა ახალი ამბავი
0