უამინდობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს

© Facebook / Roads Department of Georgiaთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, იყრებოდა ქვიშა-მარილის ნარევი.
გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისთვის, ზოგიერთ მონაკვეთზე კი გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გუშინ ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასეზონური საბურავებით მოძრაობა.
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები 12:00 საათისთვის მოიხსნება
ამ დროისათვის ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე. მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია ხაშური–აწყურის, საჩხერე–ონის, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი–მელეს, ხაიში–კალას, ახალციხე–ნინოწმინდის და ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთებზე, ასევე გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 12-106 კმ მონაკვეთზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე – კორშა–შატილის, კალა–უშგულისა და ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთებზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა, იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.
ყველა ახალი ამბავი
0