რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები 12:00 საათისთვის მოიხსნება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უახლოეს საათებში მოიხსნება, იუწყება „პირველი არხი“.
დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მეორე დღეა აკრძალულია. მთელი ამ დროის მანძილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
რიკოთის მონაკვეთზე ტექნიკური ზედამხედველის მიხეილ დოფიძის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზა, დაიყარა ტექნიკური მარილი, თუმცა ძლიერი თოვისა და ღამით ყინვის გამო ვერ მოხერხდა მოძრაობის სრულად აღდგენა.
„ახლა „შავი“ გზა გვაქვს. თუმცა ძლიერი ყინვაა. ამ წუთებში -10 გრადუსია, ეს ართულებს მდგომარეობას. მთელი ღამე ვმუშაობდით. იყრებოდა ტექნიკური მარილი. ვფიქრობ, 12:00 საათამდე შევძლებთ გადაადგილებაზე შეზღუდვის სრულად მოხსნას. პატრულთან შეთანხმებით გავუშვებთ რამდენიმე ტრაილერს და, ვფიქრობ, ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა მალე აღდგება“, – განაცხადა დოფიძემ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ორი დღეა მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0