თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
თავისი მომხრეები თბილისის საკრებულოსთან პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ შეკრიბა.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე რეაქციამ არ დააყოვნა – საპროტესტო აქცია საკრებულოსთან პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ და მისმა მომხრეებმა გამართეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდება, ამასთან შემოდის სააბონემენტო სისტემა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ძვირდება>>
„აბონემენტი არის სატყუარა, სინამდვილეში ტრანსპორტი ორმაგად გვიძვირდება თბილისში და ჩვენი აქციის არსი დღეს ეძღვნება ამას. ის ხალხი, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებას... ამ ხალხს წარმოდგენა არა აქვს, როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი თბილისელი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მან პირობა დადო, რომ ასეთი აქციები მომავალშიც ჩატარდება. მან თბილისელებს საკუთარი უფლებების აქტიურად დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისელებს 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის აბონემენტების შეძენას სთავაზობენ. კერძოდ, ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
კალაძის განცხადებით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიური მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტრანსპორტის ორ სახეობას იცვლის, რაც მას თვეში დაახლოებით 50–60 ლარი უჯდება. აბონემენტების შეძენის შემთხვევაში კი ისინი თვეში საშუალოდ 10–20 ლარის დაზოგვას შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0