https://sputnik-georgia.com/20211223/saqartvelosi-ucxour-valutasi-arebuli-ipotekuri-sesxebis-vadebi-mcirdeba-263114668.html
საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების ვადები მცირდება
საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების ვადები მცირდება
Sputnik საქართველო
სესხების ვადების შემცირების გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე, განაცხადა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T23:42+0400
2021-12-23T23:42+0400
2021-12-23T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067584_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_df64b69ba800bc4c01c48d149475f537.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik.1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლიდან 10 წლამდე მცირდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია მაღალი დოლარიზაცია, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.„პანდემიის პიკის დროსაც დავინახეთ, რამდენად მაღალია მოწყვლადობა, როცა რესტრუქტურიზებული სესხების წილი უცხოურ ვალუტაში 2-ჯერ და 3-ჯერ აჭარბებდა ლარის მაჩვენებელს. ამ მოცემულობით დავინახეთ, რომ უკვე აპრილიდან სესხების ზრდა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. ძირითადად ეს იყო ბიზნესსესხები, თუმცა იპოთეკური სესხების წილიც იყო მნიშვნელოვანი და სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ამ პორტფელის ზრდას შესაძლოა, 10 პროცენტისთვისაც კი მიეღწია შემდეგ წელს. ამასთანავე იცით, რომ მონეტარულ პოლიტიკას ვამკაცრებდით წლის განმავლობაში და ეს კიდევ უფრო უბიძგებს მსესხებლებს, რომ გადაერთონ უცხოურ ვალუტაზე“, - განაცხადა უტიაშვილმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე და არ შეეხება დეველოპერული კომპანიების შიდა სესხებს.რაც შეეხება ლარში აღებული ოპოთეკური სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთს, უტიაშვილმა განმარტა, რომ ეს უკავშირდება მკაცრს მონეტარულ პოლიტიკას და როგორც კი ის შერბილებას დაიწყებს, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 10 წელზე მეტი ვადით 3,9 მილიონი დოლარის 20,1 ათასი იპოთეკური სესხი გაიცა.
https://sputnik-georgia.com/20211209/repinansirebis-ganakveti-gaizarda-ramdeni-sesxi-gazvirda-262706663.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067584_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_4871e04bc923d4399e65220da9f94fba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების ვადები მცირდება
სესხების ვადების შემცირების გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე, განაცხადა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik.1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლიდან 10 წლამდე მცირდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.
„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 8 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადიანობა შემცირდეს 15-დან 10 წლამდე. ლარში იპოთეკურ სესხებს ეს არ შეეხება. ამ ინიციატივით ჩვენ უცხოური ვალუტის პორტფელზე რისკები შეგვიმცირდება“, – განაცხადა უტიაშვილმა
„პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია მაღალი დოლარიზაცია, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
„პანდემიის პიკის დროსაც დავინახეთ, რამდენად მაღალია მოწყვლადობა, როცა რესტრუქტურიზებული სესხების წილი უცხოურ ვალუტაში 2-ჯერ და 3-ჯერ აჭარბებდა ლარის მაჩვენებელს. ამ მოცემულობით დავინახეთ, რომ უკვე აპრილიდან სესხების ზრდა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. ძირითადად ეს იყო ბიზნესსესხები, თუმცა იპოთეკური სესხების წილიც იყო მნიშვნელოვანი და სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ამ პორტფელის ზრდას შესაძლოა, 10 პროცენტისთვისაც კი მიეღწია შემდეგ წელს. ამასთანავე იცით, რომ მონეტარულ პოლიტიკას ვამკაცრებდით წლის განმავლობაში და ეს კიდევ უფრო უბიძგებს მსესხებლებს, რომ გადაერთონ უცხოურ ვალუტაზე“, - განაცხადა უტიაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე და არ შეეხება დეველოპერული კომპანიების შიდა სესხებს.
რაც შეეხება ლარში აღებული ოპოთეკური სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთს, უტიაშვილმა განმარტა, რომ ეს უკავშირდება მკაცრს მონეტარულ პოლიტიკას და როგორც კი ის შერბილებას დაიწყებს, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.
2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 10 წელზე მეტი ვადით 3,9 მილიონი დოლარის 20,1 ათასი იპოთეკური სესხი გაიცა.