https://sputnik-georgia.com/20211209/repinansirebis-ganakveti-gaizarda-ramdeni-sesxi-gazvirda-262706663.html
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T11:37+0400
2021-12-09T11:37+0400
2021-12-09T15:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-მდე გაზრდის გამო საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 160 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 10%-დან 10,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.პროცენტის გაზრდის შედეგად გაძვირდა 167,7 ათასი სესხი – ჯამში 8,4 მლრდ ლარის ოდენობით. 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41,6%-ია.„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული“, – ნათქვამია განცხადებაში.რომელი სესხები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა
11:37 09.12.2021 (განახლებულია: 15:37 09.12.2021) საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-მდე გაზრდის გამო საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 160 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია
„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 10%-დან 10,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
პროცენტის გაზრდის შედეგად გაძვირდა 167,7 ათასი სესხი – ჯამში 8,4 მლრდ ლარის ოდენობით. 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41,6%-ია.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული“, – ნათქვამია განცხადებაში.
რომელი სესხები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო:
სესხის სახეობა, სესხის რაოდენობა, მოცულობა მლნ ლარში იპოთეკური – 67.400 – 1.072
სამომხმარებლო – 64.900 – 2.892
ბიზნეს–სესხი – 33.500 – 2.892
გაურკვეველი მიზნობრიობის – 3.100 – 90