https://sputnik-georgia.com/20211223/saqartvelosi-amindis-prognozi-ufro-zusti-gaxdeba-263114280.html
საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება
საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება
Sputnik საქართველო
მრავალფეროვანი რელიეფი ართულებს საქართველოში ზუსტი პროგნოზების გაკეთებას და ამიტომ აუცილებელია ტექნიკური ბაზის განვითარება, განაცხადა სინოპტიკოსმა. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T23:01+0400
2021-12-23T23:01+0400
2021-12-23T23:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546554_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_c4cd0af3a71e455c90e16c7b0de44eb5.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) საბჭოს წევრობა ქართველ სინოპტიკოსებს უფრო ზუსტი და ოპერატიული პროგნოზების მომზადებაში დაეხმარება, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ.ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) საბჭოს 102-ე სესიაზე საქართველო ახალ წევრად ოფიციალურად წარადგინეს.„ჩვენს სპეციალისტებს, ჩვენს სინოპტიკოსებს ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ უწყვეტი, დღეღამურ რეჟიმში წვდომა ამ ცენტრის მიერ მომზადებულ სხვადასხვა სახის სინოპტიკურ პროდუქციაზე, რაც თავის მხრივ არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პროგნოზების ხარისხს“, - განაცხადა ჭითანავამ რადიო „პალიტრას“ ეთერში.მისი თქმით, ამინდის პროგნოზი რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ათამდე სხვადასხვა პარამეტრის მონაცემებს და მათ ცვლილებას დროის გარკვეულ მონაკვეთებში.ჭითანავას თქმით, საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფი ართულებს ამინდის ზუსტ პროგნოზირებას. ამიტომ საჭიროა ტექნიკური ბაზის განვითარება.ამ მიზნით საქართველომ ორი თანამედროვე რადარი შეიძინა. ერთ-ერთი დამონტაჟდა ქუთაისში. ესაა თანამედროვე აღჭურვილობა ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ხოლო მეორე რადარის დამონტაჟება გადაწყდა თბილისთან ახლოს - კიკეთში.ამავე დროს, ორი რადარის გარდა, საქართველოში ფუნქციონირებს კიდევ ერთი რადარი, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ბაზაზე. ის სეტყვის საწინააღმდეგო მოქმედებისაა.თანამედროვე რადარების რაოდენობა მომავალში გაიზრდება.ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი. ის განლაგებულია „შინფილდ პარკში“ (Shinfield Park). მისი მართვის ქვეშაა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სუპერკომპიუტერული კომპლექსი და ამინდის პროგნოზის რიცხვითი მონაცემების მსოფლიოს უდიდესი არქივი.ECMWF დაარსდა 1975 წელს ევროპის მეტეოროლოგიური სამსახურების სამეცნიერო და ტექნიკური რესურსების და ამინდის საშუალოვადიანი (დაახლოებით ორ კვირამდე) პროგნოზების მოსამზადებელი ინსტიტუტების გაერთიანების აუცილებლობის აღიარების და ამ გაერთიანების შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის შედეგად. ECMWF-ში ევროპის 22 ქვეყანა შედის.
https://sputnik-georgia.com/20210701/foTis-portSi-axali-meteosadguri-damontaJda-252186318.html
https://sputnik-georgia.com/20210913/saqartvelom-meteoradari-sheizina-259546970.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546554_272:0:1936:1248_1920x0_80_0_0_467f12ef0347091017c4d226d4dd32b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება
მრავალფეროვანი რელიეფი ართულებს საქართველოში ზუსტი პროგნოზების გაკეთებას და ამიტომ აუცილებელია ტექნიკური ბაზის განვითარება, განაცხადა სინოპტიკოსმა.
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) საბჭოს წევრობა ქართველ სინოპტიკოსებს უფრო ზუსტი და ოპერატიული პროგნოზების მომზადებაში დაეხმარება, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ.
ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) საბჭოს 102-ე სესიაზე საქართველო ახალ წევრად ოფიციალურად წარადგინეს.
„ჩვენს სპეციალისტებს, ჩვენს სინოპტიკოსებს ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ უწყვეტი, დღეღამურ რეჟიმში წვდომა ამ ცენტრის მიერ მომზადებულ სხვადასხვა სახის სინოპტიკურ პროდუქციაზე, რაც თავის მხრივ არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პროგნოზების ხარისხს“, -
განაცხადა ჭითანავამ რადიო „პალიტრას“ ეთერში.
მისი თქმით, ამინდის პროგნოზი რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ათამდე სხვადასხვა პარამეტრის მონაცემებს და მათ ცვლილებას დროის გარკვეულ მონაკვეთებში.
ჭითანავას თქმით, საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფი ართულებს ამინდის ზუსტ პროგნოზირებას. ამიტომ საჭიროა ტექნიკური ბაზის განვითარება.
ამ მიზნით საქართველომ ორი თანამედროვე რადარი შეიძინა. ერთ-ერთი დამონტაჟდა ქუთაისში. ესაა თანამედროვე აღჭურვილობა ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ხოლო მეორე რადარის დამონტაჟება გადაწყდა თბილისთან ახლოს - კიკეთში.
ამავე დროს, ორი რადარის გარდა, საქართველოში ფუნქციონირებს კიდევ ერთი რადარი, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ბაზაზე. ის სეტყვის საწინააღმდეგო მოქმედებისაა.
თანამედროვე რადარების რაოდენობა მომავალში გაიზრდება.
13 სექტემბერი 2021, 13:49
ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი. ის განლაგებულია „შინფილდ პარკში“ (Shinfield Park). მისი მართვის ქვეშაა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სუპერკომპიუტერული კომპლექსი და ამინდის პროგნოზის რიცხვითი მონაცემების მსოფლიოს უდიდესი არქივი.
ECMWF დაარსდა 1975 წელს ევროპის მეტეოროლოგიური სამსახურების სამეცნიერო და ტექნიკური რესურსების და ამინდის საშუალოვადიანი (დაახლოებით ორ კვირამდე) პროგნოზების მოსამზადებელი ინსტიტუტების გაერთიანების აუცილებლობის აღიარების და ამ გაერთიანების შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის შედეგად. ECMWF-ში ევროპის 22 ქვეყანა შედის.