ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური დამონტაჟდა

© Municipality of Poti City / FBმეტეორადიოლოკატორი ფოთში
მეტეორადიოლოკატორი ფოთში - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეომდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფოთის პორტის აკვატორიაში მდებარე ამორტიზებული სახმელეთო მეტეოსადგური საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ახალი სადგურით ჩაანაცვლა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
უწყების ცნობით, მეტეოსადგური გლობალური ლიდერი კომპანია VAISALA-ს მიერ არის წარმოებული. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს – აღნიშნული მონაცემები გემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეომდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს.
„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24-საათიან რეჟიმში, პერიოდულად ახდენს საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ზღვაზე ფაქტობრივი მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის", – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.
ანალოგიური სადგურების განთავსება ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0