https://sputnik-georgia.com/20211223/saqartvelos-erovnulma-bankma-informaciuli-usafrtxoebis-standartebi-daakmayofila-263110092.html
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები დააკმაყოფილა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T18:53+0400
2021-12-23T18:53+0400
2021-12-24T11:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249717827_0:243:3073:1971_1920x0_80_0_0_192b8292cd3c0b533b112ba82d7e2069.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკატი მესამედ მიიღო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.ბურკიაშვილის თქმით, რეგულატორის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობასთან დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH გასცა.„საკონსულტაციო კომპანია Management Systems-ს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის 7-წლიანი ისტორია აქვს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი და TUV SUD Management Service GmbH-ის საერთაშორისო კონსულტანტები ნერგავენ DIN EN ISO/IEC 27001: 2017 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას, ატარებენ შესაბამის საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტებს“, – განაცხადა კომპანია Management Systems-ის დირექტორმა ელგუჯა მელაძემ.მელაძის თქმით, ეს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ მთლიანად ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ.
https://sputnik-georgia.com/20211021/tarlitoba-erovnuli-bankis-saxelit-maregulirebeli-mosaxleobas-afrtxilebs-261370368.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249717827_62:0:2793:2048_1920x0_80_0_0_565d9774311fbff37bf8dd75c5279a9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები დააკმაყოფილა
18:53 23.12.2021 (განახლებულია: 11:28 24.12.2021) საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკატი მესამედ მიიღო, ნათქვამია რეგულატორის
განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.
„ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია... აუდიტის მიზანი ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო", – განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა.
ბურკიაშვილის თქმით, რეგულატორის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობასთან დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH გასცა.
„საკონსულტაციო კომპანია Management Systems-ს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის 7-წლიანი ისტორია აქვს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი და TUV SUD Management Service GmbH-ის საერთაშორისო კონსულტანტები ნერგავენ DIN EN ISO/IEC 27001: 2017 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას, ატარებენ შესაბამის საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტებს“, – განაცხადა კომპანია Management Systems-ის დირექტორმა ელგუჯა მელაძემ.
მელაძის თქმით, ეს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ მთლიანად ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ.