https://sputnik-georgia.com/20211021/tarlitoba-erovnuli-bankis-saxelit-maregulirebeli-mosaxleobas-afrtxilebs-261370368.html
თაღლითობა ეროვნული ბანკის სახელით – მარეგულირებელი მოსახლეობას აფრთხილებს
თაღლითობა ეროვნული ბანკის სახელით – მარეგულირებელი მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
მარეგულირებელი აფრთხილებს მოქალაქეებს, არ გაუზიარონ საკუთარი პერსონალური და საბანკო ინფორმაცია მესამე პირებს. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T15:31+0400
2021-10-21T15:31+0400
2021-10-21T20:26+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692831_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_f28291b831807eb1d8236850a556b7a1.jpg
ბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარ პერსონალურ თუ საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებით და არ გაუზიარონ ისინი მესამე პირებს მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ეროვნული ბანკის ცნობით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს.უწყების ცნობით, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მარეგულირებელი სთხოვს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის „ცხელ ხაზს“ - 2 406 406.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692831_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_6dc94fd197be098d327947b4538e75f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
თაღლითობა ეროვნული ბანკის სახელით – მარეგულირებელი მოსახლეობას აფრთხილებს
15:31 21.10.2021 (განახლებულია: 20:26 21.10.2021) მარეგულირებელი აფრთხილებს მოქალაქეებს, არ გაუზიარონ საკუთარი პერსონალური და საბანკო ინფორმაცია მესამე პირებს.
ბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარ პერსონალურ თუ საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებით და არ გაუზიარონ ისინი მესამე პირებს მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს.
„გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს“, – წერია მარეგულირებლის გვერდზე.
უწყების ცნობით, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მარეგულირებელი სთხოვს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის „ცხელ ხაზს“ - 2 406 406.