https://sputnik-georgia.com/20211223/qartulma-ocnebam-batumis-sakrebulos-sxdoma-chashala-263095132.html
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშალა
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშალა
Sputnik საქართველო
ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს 3 დეკემბერს გამართული პირველი სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T14:17+0400
2021-12-23T14:17+0400
2021-12-23T20:49+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/80/235208009_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_e646a1fdf0d9c66312405cd99c0170fa.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სხდომათა დარბაზში მხოლოდ 16 ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფებოდა, კვორუმისთვის კი 18 დეპუტატია საჭირო. ოპოზიცია სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის და 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის საკითხის დაყენებას გეგმავდა.„ვერ წარმოვიდგენდით, რომ „ქართული ოცნება" ბოიკოტს გამოუცხადებდა სხდომას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხია დღის წესრიგში და მეორე საკითხია იმ ბიუჯეტის არცნობა, რომელიც მიიღო წინა მოწვევის საკრებულომ. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ჩიხში შეიყვანოს ბათუმის საკრებულოს მუშაობა", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ.მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, დღეს ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგი იყო პროვოკაციული, რის გამოც მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.„დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმებას ითხოვენ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედება ქალაქის განვითარების წინააღმდეგ, რაშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს 3 დეკემბერს გამართული პირველი სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მაშინ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს.2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
https://sputnik-georgia.com/20211203/opoziciam-batumis-sakrebulos-sxdoma-chashala-262576882.html
https://sputnik-georgia.com/20211217/zugdidsa-da-walenjixashi-tavmjdomareebi-kvlav-ver-airchies-262950439.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/80/235208009_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_39fc55ba2d978f40afef0c0da7999b87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშალა
14:17 23.12.2021 (განახლებულია: 20:49 23.12.2021) ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს 3 დეკემბერს გამართული პირველი სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა, იუწყება
„აჭარის ტელევიზია“.
დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სხდომათა დარბაზში მხოლოდ 16 ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფებოდა, კვორუმისთვის კი 18 დეპუტატია საჭირო.
ოპოზიცია სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის და 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის საკითხის დაყენებას გეგმავდა.
„ვერ წარმოვიდგენდით, რომ „ქართული ოცნება" ბოიკოტს გამოუცხადებდა სხდომას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხია დღის წესრიგში და მეორე საკითხია იმ ბიუჯეტის არცნობა, რომელიც მიიღო წინა მოწვევის საკრებულომ. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ჩიხში შეიყვანოს ბათუმის საკრებულოს მუშაობა", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ.
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, დღეს ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგი იყო პროვოკაციული, რის გამოც მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
„დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმებას ითხოვენ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედება ქალაქის განვითარების წინააღმდეგ, რაშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ.
ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს 3 დეკემბერს გამართული პირველი სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მაშინ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.