https://sputnik-georgia.com/20211203/opoziciam-batumis-sakrebulos-sxdoma-chashala-262576882.html
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T16:49+0400
2021-12-03T16:49+0400
2021-12-03T22:46+0400
პოლიტიკა
ბათუმი
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/94/235209418_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_994b88d3e3dbff5c9e6e83c0b389d1c0.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.სხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ. ოფიციალური ვერსიით, ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ წევრის გადაბირების მიზნით მმართველმა პარტიამ მასზე ზეწოლა განახორციელა.თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრავამ განაცხადა, რომ თუ ბათუმის საკრებულო არ იქნება ოპოზიციური, მაშინ იგი არ იქნება ლეგიტიმური.„თუ ბათუმის საკრებულო არ იქნება ლეგიტიმური, არცერთ სხდომაზე არ იქნება კვორუმი. ეს ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ ყველა ვითვალისწინებთ და ამ გზას მივყვებით“, – განაცხადა კუპრავამ. როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ განაცხადა, ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა კანონის შესაბამისად დაინიშნება.„კიდევ ერთი სხდომის თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება. ჩვენ კვლავ შევიკრიბებით. თუ როგორ იმოქმედებენ შეკრებილები და როგორ წარიმართება პროცესი, კანონით ესეც გათვალისწინებულია“, – განაცხადა ზოიძემ.საკრებულოს სხდომის ჩაშლის გამო დეპუტატებმა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ვერ მოახერხეს.ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
https://sputnik-georgia.com/20211124/opoziciqa-qartul-ocnebas-zewolashi-adanashaulebs-262334483.html
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/94/235209418_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_73ee0e5b05fc0fc7519ba51c3ad8a684.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ბათუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა, ბათუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, იუწყება
„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
სხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ. ოფიციალური ვერსიით, ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ წევრის გადაბირების მიზნით მმართველმა პარტიამ მასზე ზეწოლა განახორციელა.
„დღეს ჩემს ძმას, როგორც საკრებულოს უხუცეს წევრს უნდა გაეხსნა სხდომა... ეს არ იყო სიკვდილი, ეს იყო ჩემი ძმის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა, ზეწოლა, დაშინება და მისი სიცოცხლის მოსპობა. მე ობიექტურ გამოძიებას ვითხოვ“, – განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრავამ განაცხადა, რომ თუ ბათუმის საკრებულო არ იქნება ოპოზიციური, მაშინ იგი არ იქნება ლეგიტიმური.
„თუ ბათუმის საკრებულო არ იქნება ლეგიტიმური, არცერთ სხდომაზე არ იქნება კვორუმი. ეს ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ ყველა ვითვალისწინებთ და ამ გზას მივყვებით“, – განაცხადა კუპრავამ.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ განაცხადა, ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა კანონის შესაბამისად დაინიშნება.
„კიდევ ერთი სხდომის თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება. ჩვენ კვლავ შევიკრიბებით. თუ როგორ იმოქმედებენ შეკრებილები და როგორ წარიმართება პროცესი, კანონით ესეც გათვალისწინებულია“, – განაცხადა ზოიძემ.
საკრებულოს სხდომის ჩაშლის გამო დეპუტატებმა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ვერ მოახერხეს.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.