https://sputnik-georgia.com/20211223/putoinma-asssa-da-natos-usafrtxoebis-garantiebze-molaparakebebistvis-mzadyofna-seafasa-263105247.html
უსაფრთხოების გარანტიები: პუტინმა აშშ-ის და ნატოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა შეაფასა
უსაფრთხოების გარანტიები: პუტინმა აშშ-ის და ნატოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. რუსეთი პოზიტიურად აფასებს გადაწყვეტილებას, ჩატარდეს აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები იანვრის პირველ... 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T16:23+0400
2021-12-23T16:23+0400
2021-12-23T22:11+0400
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263098276_0:107:3241:1931_1920x0_80_0_0_287522fcd7d17044b995b8df43ab9b13.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. რუსეთი პოზიტიურად აფასებს გადაწყვეტილებას, ჩატარდეს აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები იანვრის პირველ რიცხვებში და ამ მიმართულებით პროგრესის იმედი აქვს, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
https://sputnik-georgia.com/20211223/putinis-didi-preskonferencia-263098343.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263098276_386:0:3117:2048_1920x0_80_0_0_7d04dee0b64db184adb586b8ec5b2e3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ
უსაფრთხოების გარანტიები: პუტინმა აშშ-ის და ნატოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა შეაფასა
16:23 23.12.2021 (განახლებულია: 22:11 23.12.2021) თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. რუსეთი პოზიტიურად აფასებს გადაწყვეტილებას, ჩატარდეს აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები იანვრის პირველ რიცხვებში და ამ მიმართულებით პროგრესის იმედი აქვს, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.
„[ჯო ბაიდენმა] შემოგვთავაზა − ჩვენ ვუპასუხეთ. ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციულად და სწრაფად. სხვათა შორის, საუბრისას ვუთხარი, პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინადადებებს უახლოეს დროში გამოგიგზავნით–მეთქი. და ჩვენ ეს გავაკეთეთ − გავგზავნეთ აშშ-სა და ნატოში. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ ამაზე ეუთოს პლატფორმაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პირველი პოზიტიური რეაქცია და მუშაობის დაწყების დაანონსებული შესაძლებლობა იანვრის პირველ რიცხვებში წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს“, − აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.
რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.