Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

68 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841სასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.164-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 918.641-ს მიაღწია.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.164 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.074 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 291, აჭარა – 149, შიდა ქართლი – 142, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 113, კახეთი – 111, ქვემო ქართლი – 89, გურია – 79, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873.178-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 68 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.289-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 32.148 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.327 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.221, იმერეთში – 1.064, აჭარაში – 521.
1.336 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 309 პირი, მათგან თბილისში – 168, იმერეთში – 35, აჭარაში – 34.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 23 დეკემბერი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.009 ადამიანი, მათ შორის 639 – თბილისში, 243 – აჭარაში.
25.812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათგან თბილისში – 33, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.993 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.164-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 918.641-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0