Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 23 დეკემბერი

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchincev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 873.178 ადამიანი; ჩატარებულია 2.428.334 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.351 ადამიანი.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.164-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 918.641-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 873.178 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.767), გარდაიცვალა – 13.289 (ბოლო 24 საათში – 68). კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.327 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.009 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.437 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25.020, PCR–ტესტით – 18.417.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.
სულ ჩატარებულია 2.428.334 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.351 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0