https://sputnik-georgia.com/20211223/daily-mail-kurznis-evropul-jishebs-qartuli-pesvebi-aqvs-263108218.html
Daily Mail: ყურძნის ევროპულ ჯიშებს ქართული ფესვები აქვს
Daily Mail: ყურძნის ევროპულ ჯიშებს ქართული ფესვები აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა Daily Mail-მა სტატია მიუძღვნა ყურძენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იზრდება. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T18:17+0400
2021-12-23T18:17+0400
2021-12-23T22:53+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863035_0:253:3078:1984_1920x0_80_0_0_72f31f7c3e3ec98e28b538fa63132254.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა Daily Mail-მა სტატია მიუძღვნა ყურძენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იზრდება.„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა იყოს დასავლეთ აზიის ქვეყნიდან, საქართველოდან, სადაც, როგორც კვლევებით დგინდება, ვენახები 8 ათასი წელია არსებობს“, – წერს Daily Mail-ი.ავტორი წერს, რომ იტალიელმა მეცნიერებმა საქართველოში ვაზის 204 გენომი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ იგი სწორედ დასავლეთ აზიაში მოიშინაურეს.როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლეთ აზიიდან ყურძნის ჯიშები მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის გზით ევროპაშიც გავრცელდა და ეს ფაქტი ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ევროპული ღვინოები თავად კონტინენტზე არსებული ველური სახეობების ჯიშთაშორისი შეჯვარების შედეგია. ავტორის თქმით, საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ნეოლითის ხანიდან დაიწყო, ღვინის უძველესი კვალი კი აღმოჩენილია ნეოლოთური ხანის ნამოსახლარებში – შულავერისა და გადაჭრილ გორებზე.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
https://sputnik-georgia.com/20211221/qartuli-rvino-krakovsi-daagemovnes-263026118.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863035_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_91bfd497d29d3113aca1e849f940549a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა
Daily Mail-მა სტატია მიუძღვნა ყურძენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იზრდება.
„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა იყოს დასავლეთ აზიის ქვეყნიდან, საქართველოდან, სადაც, როგორც კვლევებით დგინდება, ვენახები 8 ათასი წელია არსებობს“, – წერს Daily Mail-ი.
ავტორი წერს, რომ იტალიელმა მეცნიერებმა საქართველოში ვაზის 204 გენომი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ იგი სწორედ დასავლეთ აზიაში მოიშინაურეს.
„ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამოიყენება ისეთ ღვინოებში, როგორებიცაა Sauvignon Blanc, Merlot, Chardonnay და Pinot Noir, სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება. ამ მოშინაურებას კი ყურძნის ქართული და ევროპული ჯიშების შეჯვარებები მოჰყვა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლეთ აზიიდან ყურძნის ჯიშები მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის გზით ევროპაშიც გავრცელდა და ეს ფაქტი ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ევროპული ღვინოები თავად კონტინენტზე არსებული ველური სახეობების ჯიშთაშორისი შეჯვარების შედეგია.
ავტორის თქმით, საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ნეოლითის ხანიდან დაიწყო, ღვინის უძველესი კვალი კი აღმოჩენილია ნეოლოთური ხანის ნამოსახლარებში – შულავერისა და გადაჭრილ გორებზე.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.