ქართული ღვინო კრაკოვში საშობაო ფესტივალზე დააგემოვნეს

© courtesy of National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო კრაკოვის საშობაო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრაკოვში გამართულ საშობაო ფესტივალზე სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანია „მალინოვამ“ (Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K) წარადგინა.
კომპანიის წარმომადგენლები, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას აცნობდნენ.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
პოლონეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30%-ს აღწევს.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2022 წელსაც გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0