https://sputnik-georgia.com/20211223/2022-wlis-biujeti-ras-moxmardeba-miliardebi-263092299.html
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები
Sputnik საქართველო
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T13:18+0400
2021-12-23T13:18+0400
2021-12-23T19:50+0400
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263091760_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_5754528910a6a9dea01a92e1332fa69b.png
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 19,2 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები 17,3 მლრდ ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება კი 1,9 მლრდ ლარია.2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე. უახლოეს წლებში კი საშუალოდ 5,5%-ის დონეზე იქნება. ამასთან, ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი წელს 10%-ია.2022 წელს შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (6 მლრდ ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2,9 მლრდ ლარი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (1,7 მლრდ ლარი).აღსანიშნავია, რომ მთავრობა გეგმავს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ხარჯის შემცირებას. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის სამართავად (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია, მკურნალობის ხარჯი, ტესტირება და გამოკვლევები, ვაქცინაცია და სხვ.) გამოყოფილი თანხა შეადგენს 810 მლნ ლარს, მომავალ წელს კი იგი 500 მლნ ლარი იქნება.„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ 2022 წელს სახელმწიფო უწყებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263091760_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_4157998c420841e70f1dec999954800b.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ინფოგრაფიკა, მულტიმედია, საქართველო, инфографика
ინფოგრაფიკა, მულტიმედია, საქართველო, инфографика
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები
13:18 23.12.2021 (განახლებულია: 19:50 23.12.2021) 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 19,2 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები 17,3 მლრდ ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება კი 1,9 მლრდ ლარია.
2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე. უახლოეს წლებში კი საშუალოდ 5,5%-ის დონეზე იქნება. ამასთან, ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი წელს 10%-ია.
2022 წელს შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (6 მლრდ ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2,9 მლრდ ლარი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (1,7 მლრდ ლარი).
აღსანიშნავია, რომ მთავრობა გეგმავს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ხარჯის შემცირებას. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის სამართავად (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია, მკურნალობის ხარჯი, ტესტირება და გამოკვლევები, ვაქცინაცია და სხვ.) გამოყოფილი თანხა შეადგენს 810 მლნ ლარს, მომავალ წელს კი იგი 500 მლნ ლარი იქნება.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ 2022 წელს სახელმწიფო უწყებები.