2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები

გამოწერა
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 19,2 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები 17,3 მლრდ ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება კი 1,9 მლრდ ლარია.
2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე. უახლოეს წლებში კი საშუალოდ 5,5%-ის დონეზე იქნება. ამასთან, ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი წელს 10%-ია.
2022 წელს შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (6 მლრდ ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2,9 მლრდ ლარი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (1,7 მლრდ ლარი).
აღსანიშნავია, რომ მთავრობა გეგმავს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ხარჯის შემცირებას. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის სამართავად (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია, მკურნალობის ხარჯი, ტესტირება და გამოკვლევები, ვაქცინაცია და სხვ.) გამოყოფილი თანხა შეადგენს 810 მლნ ლარს, მომავალ წელს კი იგი 500 მლნ ლარი იქნება.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ 2022 წელს სახელმწიფო უწყებები.
ყველა ახალი ამბავი
0