ვის ეკრძალება ვარიის ხორცი და ვის – ქათმისა: ექიმის გაფრთხილება

CC0 / rawpixel / ქათამი
ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ქათმის ხორცი შეიძლება თეთრიც იყოს და წითელიც. როგორ უნდა აირჩიოთ ორი ვარიანტიდან ის, რომელიც უფრო მეტად უხდება ორგანიზმს, ამის შესახებ რადიო Sputnik-ის ეთერში მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, რუსეთის სამედიცინო აკადემიის დიეტოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის კათედრის დოცენტმა ელენე ჭედიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ქათმის თეთრი ხორცი − ეს მკერდის ნაწილია, დანარჩენი კი წითელ ხორცში გადის.
შემწვარი ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ქათმის ხორცი უფრო სასარგებლოა თუ ინდაურისა? დიეტოლოგი განმარტავს
როგორც სპეციალისტი განმარტავს:
წითელი ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, თუთიას, დიდი რაოდენობით B-ჯგუფის ვიტამინებს. ის აწესრიგებს ორგანიზმის გაცვლით პროცესებს;
თეთრი ხორცი უფრო მსუბუქია და ორგანიზმი მას უფრო იოლად ითვისებს. მასში ბევრად ცოტა ცხიმებია, ვიდრე წითელ ხორცში და, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტერინიც. სწორედ ამიტომ თეთრი ხორცი ხშირად ინიშნება გაცხიმოვნების, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონეთა დიეტურ რაციონში.
როგორც ელენე ჭედია აცხადებს, ქათმის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, ბროილერის ვარიას ყიდულობთ თუ უკვე ზრდასრულ ქათამს. ირკვევა, რომ ვარიების ხორცი ზოგი კატეგორიის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარიების, ბროილერების ხორცში ძალიან დიდი რაოდენობითაა პურინები (ორგანული აზოტისებური ნივთიერებები, რომლის მეტაბოლიზმის პროდუქტია შარდმჟავა). პურინული გაცვლის დარღვევის შემთხვევაში სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, ამას სახსრების პოდაგრისა და ღვიძლში შარდმჟავა ქვების ჩამოყალიბება მოჰყვება“, − ამბობს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, სამაგიეროდ ვარიების ხორცში ცოტაა ქოლესტერინი. შესაბამისად, როცა პაციენტს სისხლში მაღალი დონის ქოლესტერინი უფიქსირდება, ექიმები მას ვარიების ხორცის ჭამას ურჩევენ; ხოლო თუ ქოლესტერინი წესრიგშია, შარდმჟავა კი ბევრი − მაშინ ზრდასრული ქათმის ჭამა სჯობს.
შესაწვევად გამზადებული ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2020
უნდა მიირთვათ თუ არა ქათმის ფილე: დიეტოლოგი განმარტავს
ამასთან ექიმი ამბობს, რომ ქათამი ჯობს მოხარშოთ ან „გამოაცხოთ“. მოხარშვის შემთხვევაში, მისი რჩევით, ქათამს პირველი ნახარში უნდა გადაუწუროთ.
„თუ არ იცით, სად გაიზარდა ქათამი, ხორცის ტრანსპორტირების პირობები, სად ინახებოდა იგი, ან თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, ჯობს მეორადი ბულიონი გამოიყენოთ“, − აღნიშნა ელენე ჭედიამ.
ამისათვის ქათამი უნდა ჩადოთ ცივ წყალში, მიიყვანოთ ადუღებამდე და ხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში გადაწურეთ, გადაავლეთ ქათამს წყალი და განაგრძეთ მისი ხარშვა სუფთა წყალში.
მანამდე იაპონელმა ექსპერტებმა ქათმის ის ნაწილები დაასახელეს, რომელთა ჭამაც კატეგორიულად იკრძალება, ვინაიდან მათში არსებული პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0