უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Alexsander Imedashviliრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა – თოვლმა, ნისლმა, ცუდმა ხილვადობამ ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„საცობი“ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრამდე არ აღდგება
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–158 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 1–50 კმ მონაკვეთზე (ხაშური–აწყური) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
თოვლი, ქარი, ზვავსაშიშროება: საქართველოში ამინდი გაუარესდება
ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-106 კმ მონაკვეთზე (კორშა–შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ლენტეხი–მელეს მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ საავტომობილო გზის 1-88 კმ მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი–ლენტეხი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქვათაცვენისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 182-186 კმ მონაკვეთზე (კალა–უშგული) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის ხაიში–კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დიზი–კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. თავისუფალია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა.
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა, ყინვა) ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე და ასევე ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვებია დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 12-106 კმ მონაკვეთზე.
ყველა ახალი ამბავი
0