გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრამდე არ აღდგება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„საცობი“ გზაზე
„საცობი“ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ზვავსაშიშროების საფრთხის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრამდე აკრძალული იქნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დღეს, დღის პირველ ნახევარში აიკრძალა.
უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე გუდაური–კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება.
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
აღნიშნული საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0