https://sputnik-georgia.com/20211221/kobi-gudauris-gzaze-shezgudvebi-dawesda-263030452.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T14:50+0400
2021-12-21T14:50+0400
2021-12-21T19:28+0400
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24799/29/247992938_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_016e81a7c41ad620c8373265da56cbd4.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე.უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.ავტომობილების მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24799/29/247992938_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_0089d063bb6f38463fc423634f83778e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
14:50 21.12.2021 (განახლებულია: 19:28 21.12.2021) უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,
იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტომობილების მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.