„ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაბრაზებული ადამიანები „კონტრშიმშილობის“ დაწყებას გეგმავენ

© photo: Sputnikსოსო რობაქიძე
სოსო რობაქიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთა დასჯისა და პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შიმშილობის დაწყება დააანონსა.
გუშინ სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მელიას თქმით, პარტიის ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით ახალ წლამდე 300 ადამიანი იშიმშილებს.

„ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, როგორ უნდა შიმშლობა და როგორ უნდა გამოიყურებოდეს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი“, – განაცხადა რობაქიძემ.

მისი თქმით, მასთან ერთად კონტრშიმშილობის დაწყებას კიდევ რამდენიმე ადამიანი აპირებს.
სოსო რობაქიძემ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა პოლიტიკური ძალების შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
 - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
„თქვენ ვის ვისთან შერიგებას ცდილობთ? თუ თქვენ ჩვენ არაფერს გვეკითხებით, ეს ნიშნავს, რომ თავად თქვენ დიდი ხანია შეურიგდით მათ“, – განაცხადა რობაქიძემ.
მისი თქმით, ის ოჯახები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალდნენ, არ შეურიგდებიან წინა ხელისუფლებას, რადგანაც მათ კრიმინალებად მიიჩნევენ.
ბუტა (ამირან) რობაქიძე საპატრულო პოლიციამ 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს მოკლა. ახალგაზრდის მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაშინდელმა ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა" რიცხვს მიაკუთვნა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ (2012 წელს) მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0