https://sputnik-georgia.com/20211222/deputati-panatikosebis-shimshilobis-gamo-saakashvili-ver-gatavisupldeba-263051766.html
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
Sputnik საქართველო
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T11:21+0400
2021-12-22T11:21+0400
2021-12-22T18:51+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263043408_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_8ebc1e84c619bb008a3b8592669a7d83.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე ფანატიკოსის შიმშილობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი არ არის, აცხადებენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“.გუშინ, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტია და მისი მხარდამჭერები უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ.პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ამილახვარს მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის" მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადება უკვე „საბავშვო ბაღის თამაშს“ ემსგავსება. „უხერხულია, ალბათ, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს დაბადების დღეზე დაპატიჟებ და შემდეგ მათ მოუწოდებ შიმშილობისკენ. მით უმეტეს გაუგებარია, რა საჭიროა ოფისის წინ ამ სიცივეში კარვების გაშლა მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ თავად ოფისში იშიმშილონ. ეს უკვე ემსგავსება საბავშვო ბაღის ზღაპრებს და სხვა არაფერს“, – განაცხადა ამილახვარმა.ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის.მის წინააღმდეგ განხილვაშია კიდევ სამი საქმე, მათ შორის ერთი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 22 დეკემბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211222/saakasvilis-mxardamwerebi-axali-wlis-dadgomamde-ati-drit-adre-masobriv-simsilobas-iwyeben-263048204.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263043408_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_740ee7c9c2b44a1cd00231b3f171c6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
11:21 22.12.2021 (განახლებულია: 18:51 22.12.2021) სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე ფანატიკოსის შიმშილობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი არ არის, აცხადებენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“.
გუშინ, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტია და მისი მხარდამჭერები უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა პარტიული კრიზისი, ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან ყველაზე უღირსი მიზნისთვისაც კი, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის – დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს“, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ამილახვარს მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის" მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადება უკვე „საბავშვო ბაღის თამაშს“ ემსგავსება.
„უხერხულია, ალბათ, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს დაბადების დღეზე დაპატიჟებ და შემდეგ მათ მოუწოდებ შიმშილობისკენ. მით უმეტეს გაუგებარია, რა საჭიროა ოფისის წინ ამ სიცივეში კარვების გაშლა მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ თავად ოფისში იშიმშილონ. ეს უკვე ემსგავსება საბავშვო ბაღის ზღაპრებს და სხვა არაფერს“, – განაცხადა ამილახვარმა.
ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის.
მის წინააღმდეგ განხილვაშია კიდევ სამი საქმე, მათ შორის ერთი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 22 დეკემბერს გაიმართება.