https://sputnik-georgia.com/20211222/saakasvilis-mxardamwerebi-axali-wlis-dadgomamde-ati-drit-adre-masobriv-simsilobas-iwyeben-263048204.html
სააკაშვილის მხარდამჭერები ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე მასობრივ შიმშილობას იწყებენ
სააკაშვილის მხარდამჭერები ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე მასობრივ შიმშილობას იწყებენ
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შიმშილობას სამასი ადამიანი დაიწყებს 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T01:34+0400
2021-12-22T01:34+0400
2021-12-22T01:36+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263047021_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5c6ae20ec950eea237204f06a7cd28dd.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ამ წუთებში მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უკვე გაშლილია კარვები, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი შიმშილობის პირველი მონაწილეები იმყოფებიან, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.საქართველოში მასობრივი შიმშილობის დაწყება სამშაბათს აქციაზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა. ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტთან აქცია პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის დაბადების დღეს გამართა.ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.ამ მომენტისთვის უცნობია, „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების რომელი ლიდერები შეუერთდებიან მასობრივ შიმშილობას. შიმშილობის დაწყების შესახებ ღიად განაცხადეს ჯერ ნიკა მელიამ, აკაკი მინაშვილმა და გია ბარამიძემ.ხოლო სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯანმრთელობის პრობლემების გამო პროტესტის ამ ფორმას ვერ შეუერთდება.სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს, ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის გასამხნევებლად უკრაინიდან პირველად დაბრუნდა. მან საზღვარი მალულად გადმოკვეთა და 1 ოქტომბერს ის დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა და შეწყვიტა მხოლოდ 50 დღის შემდეგ, როდესაც ის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ საქმის მორიგი მოსმენა. საქმის მთავარი ბრალდებული სააკაშვილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263047021_0:0:960:720_1920x0_80_0_0_a7a8195f1cf3de7a74291f094b96acc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდამჭერები ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე მასობრივ შიმშილობას იწყებენ
01:34 22.12.2021 (განახლებულია: 01:36 22.12.2021) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შიმშილობას სამასი ადამიანი დაიწყებს
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ამ წუთებში მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უკვე გაშლილია კარვები, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი შიმშილობის პირველი მონაწილეები იმყოფებიან, იუწყება ადგილიდან
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
საქართველოში მასობრივი შიმშილობის დაწყება სამშაბათს აქციაზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა. ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტთან აქცია პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის დაბადების დღეს გამართა.
„არაძალადობრივი, უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით, როცა მასობრივი შიმშილობა იწყება. სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, უკვე 300-ზე მეტი ადამიანია“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.
ამ მომენტისთვის უცნობია, „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების რომელი ლიდერები შეუერთდებიან მასობრივ შიმშილობას. შიმშილობის დაწყების შესახებ ღიად განაცხადეს ჯერ ნიკა მელიამ, აკაკი მინაშვილმა და გია ბარამიძემ.
ხოლო სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯანმრთელობის პრობლემების გამო პროტესტის ამ ფორმას ვერ შეუერთდება.
სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს, ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის გასამხნევებლად უკრაინიდან პირველად დაბრუნდა. მან საზღვარი მალულად გადმოკვეთა და 1 ოქტომბერს ის დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა და შეწყვიტა მხოლოდ 50 დღის შემდეგ, როდესაც ის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ საქმის მორიგი მოსმენა. საქმის მთავარი ბრალდებული სააკაშვილია.