საქართველოში „პროფესიული უნარების სააგენტო“ დაფუძნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარ მიზანს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება წარმოადგენს.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით საქართველოში „პროფესიული უნარების სააგენტო“ დაფუძნდა.
პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარ მიზანს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება წარმოადგენს. სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის მქონე პროფესიული პროგრამების დანერგვას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.
დანების მლესავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
დამსაქმებელთა ასოციაცია: სამუშაო ადგილები არის, მაგრამ მუშაობის მოტივაცია – არა
სააგენტოს მართვას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი – არასექტორული ბიზნეს-მხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება კერძო და საჯარო პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითია და ეს იქნება სწორედ წარმატების ფორმულა, როდესაც კერძო სექტორი უშუალოდ იქნება ჩართული როგორც სააგენტოს მართვაში, ასევე პროგრამების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

„საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი და შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამობა იმ უნარებს შორის, რომელიც კერძო სექტორის მიერ არის მოთხოვნილი და რომელიც მას მიეწოდება“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა საგენტოს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სააგენტოს პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0