საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და კომპანია Visa თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Stringerგოგონა ბანკომატთან
გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
მხარეები შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ერთობლივ მარკეტინგულ კამპანიებს დაგეგმავენ.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და გლობალური გადახდების ტექნოლოგიების კომპანია Visa-ს რეგიონულმა დირექტორმა დიანა კიღურაძემ თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმის მიზანია დიალოგებისა და პროგრამების ხელშეწყობა გარკვეულ საკითხებში: საერთო პრიორიტეტების ერთმანეთისთვის გაზიარება, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მხარდასაჭერად გადახდის ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე გამოცდილების გაზიარება, მეწარმეებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება და ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
მემორანდუმის ფარგლებში Visa და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, ხოლო საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების ეფექტურად დაგეგმვის მიზნით Visa პერიოდულად გაუზიარებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემებს (Big Data) მიზნობრივი მარკეტინგული ბაზრების შესახებ.
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს
„ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს Visa-ს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით. სხვადასხვა პლატფორმისა და პროცესის გაციფრულება და მეტი დიჯიტალიზაცია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ-ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პრიორიტეტია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, Visa-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აეწყობა ტურისტული პოლიტიკის გეოგრაფია და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც ტურისტული არეალის დივერსიფიკაციასა და მეტი რაოდენობის ტურისტების მოზიდვას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0