„სააფთიაქო ნარკომანია“: დაკავებულია ხუთი პირი

© Pixabay / PhotoLizMმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე ხუთი პირი პასუხისგებაში მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და რუსთავში მდებარე მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე ფიზიკურ პირებზე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას.
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
„სააფთიაქო ნარკომანია“ – წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა
„ბრალდებულებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე ჯამში დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი შევიდა", – ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0