„სააფთიაქო ნარკომანია“ – წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საკონტროლო შესყიდვებს და არსებულ დარღვევებზე რეაგირებას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის განმეორებით სამართალდარღვევა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე საერთო ჯამში კონფისკაციას დაექვემდებარა 36.513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გუნცაძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რის შემდეგაც ხდება უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და დალუქვა.
„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს ეგზავნება“, – განაცხადა გუნცაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
პრემიერ-მინისტრი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს
აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 ათას ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი 6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შეთხვევაში – 12 ათას ლარის ოდენობით.
გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას, მას სამი წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და ის სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში ხვდება.
არსებული მონაცემებით, გასულ წელს სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში შეიყვანეს 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – 9.
ყველა ახალი ამბავი
0