სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ისევ არ მიეცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს გაიმართება.
დღეს ამ საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს თავად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი არ დასწრებია. ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
პროცესზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ შუამდგომლობები დააყენეს.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ახალი მტკიცებულება წარმოადგინა, რომლის საქმეზე დართვაც მოითხოვა. აღნიშნული მტკიცებულება ექს-პრეზიდენტის დაკავებისას ამოღებულ სამ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ეხებოდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
იყო თუ არა სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი? „ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტებას აკეთებენ
დაცვის მხარემ კი, თავის მხრივ, მოითხოვა საქმეზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის" სამედიცინო დასკვნის დართვა. აღნიშნული შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ექს-პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების აღდგენასთან დაკავშირებით შუამდგომლობა, თუმცა იგი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
 - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0