https://sputnik-georgia.com/20211222/saakashvili-sasamartlo-process-ar-daeswreba-263056459.html
საზღვრის უკანონო კვეთა: სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება
საზღვრის უკანონო კვეთა: სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს... 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T12:25+0400
2021-12-22T12:25+0400
2021-12-22T19:59+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262535789_0:227:3110:1976_1920x0_80_0_0_64483915605dec64e86e3ec8aea6496c.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს არ დაესწრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი). პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20211222/deputati-panatikosebis-shimshilobis-gamo-saakashvili-ver-gatavisupldeba-263051766.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262535789_381:0:3110:2047_1920x0_80_0_0_06172eabdc832688696e12db7a2f6531.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს არ დაესწრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.
ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას (სააკაშვილს) არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის. წინა პროცესებზე ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, თუ როგორი ვრცელი სიტყვით მიმართა მან საზოგადოებას. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრიორიტეტი უნდა იყოს. რეაბილიტაციის პროცესი შესაბამისად უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.