https://sputnik-georgia.com/20211222/raribasvilma-somxetsa-da-azerbaikans-araformaluri-dialogistvis-platformis-seqmna-sestavaza-263079435.html
ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა შესთავაზა
ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა შესთავაზა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, მას ასეთი დიალოგის დასაწყებად ყველა რესურსი აქვს 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T22:04+0400
2021-12-22T22:04+0400
2021-12-22T22:04+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_0:169:3040:1879_1920x0_80_0_0_a51860c98ca05922da225eb8e84b384a.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამას ემსახურება „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველომ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში „3+3" პლატფორმის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა, და „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ფორმატში მეზობელ სახელმწიფოებს საკუთარი ალტერნატივა შესთავაზა.„მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მას ასეთი დიალოგის დასაწყებად ყველა რესურსი გააჩნია.„მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან, პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა, ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერის სიტყვებით, საქართველო მეზობლებს სთავაზობს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3" პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ მიწვეული, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს“.
https://sputnik-georgia.com/20211219/3-plus-3-formatis-sexvedra-turqetsi-gaimarteba-262979506.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_155:0:2884:2047_1920x0_80_0_0_708073607988b9c78558c069b467a838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა შესთავაზა
პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, მას ასეთი დიალოგის დასაწყებად ყველა რესურსი აქვს
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამას ემსახურება „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში „3+3" პლატფორმის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა, და „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ფორმატში მეზობელ სახელმწიფოებს საკუთარი ალტერნატივა შესთავაზა.
„მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მას ასეთი დიალოგის დასაწყებად ყველა რესურსი გააჩნია.
„მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან, პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა, ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, საქართველო მეზობლებს სთავაზობს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3" პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ მიწვეული, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს“.