Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ღამის კლუბები ჯერ ისევ არ იხსნება

© Facebook / courtesy of BASSIANIღამის კლუბი Bassiani
ღამის კლუბი Bassiani - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
ღამის კლუბების გახსნა საქართველოში 17 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ საქართველოს შრომის ინსპექციამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით სააკორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ღიბრაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელა.
ღამის კლუბები მზად არიან გახსნა კიდევ ერთი კვირით გადადონ>>
ჯერ კიდევ 7 დეკემბერს საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მუშაობის განახლებას 16-17 დეკემბერს შეძლებდნენ. მაგრამ ღამის კლუბების მფლობელებს, რომლებიც ობიექტების გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადაედოთ. ზოგიერთი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა.
ღამის კლუბი Bassiani  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბებს მოუწოდა, დაელოდონ საბოლოო პროტოკოლის შემუშავებას
19 დეკემბერს ღამის კლუბების მფლობელებმა განცხადება გააკეთეს და მუშაობის განახლების დაწყება 25 დეკემბრამდე გადადეს, როგორც მათ განცხადებაში იყო ნათქვამი, ეს ნაბიჯი ღამის კლუბების მფლობელების მხრიდან ბოლო შესაძლო კომპრომისი იყო.
როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ღამის კლუბების ფუნქციონირება აღდგენილი იყო, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ კლუბები ისევ იხურება.

„საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“ და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. პოტენციალი, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დასაშვები იყო კლუბების მუშაობა, შეზღუდვები ამოქმედდა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას შემდეგ მათ არცერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.
ყველა ახალი ამბავი
0