https://sputnik-georgia.com/20211222/prezidenti-ultimatumebi-da-simsiloba-saqartvelosi-dazabulobas-ver-moxsnis-263077705.html
პრეზიდენტი: ულტიმატუმები და შიმშილობა საქართველოში დაძაბულობას ვერ მოხსნის
პრეზიდენტი: ულტიმატუმები და შიმშილობა საქართველოში დაძაბულობას ვერ მოხსნის
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T20:41+0400
2021-12-22T20:41+0400
2021-12-22T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_ed33d2c3234e26461aa67b98787e6eb1.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით რამდენიმე დღეა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, გააკრიტიკა დაპირისპირებული პარტიების ლიდერების კატეგორიულობა.გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. შიმშილობას, ოპოზიციონერების თქმით, უკვე 100-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.ცოტა ხნის წინ ულტიმატუმი წამოაყენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე აიღებდა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივას. 15 დეკემბერს მან პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.
https://sputnik-georgia.com/20211222/iyo-tu-ara-saakashvilis-mxridan-ultimatumi-baramizis-komentari-263063263.html
https://sputnik-georgia.com/20211222/deputati-panatikosebis-shimshilobis-gamo-saakashvili-ver-gatavisupldeba-263051766.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_223:0:2356:1600_1920x0_80_0_0_01230d7fd039b86192a70d05e07681ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
პრეზიდენტი: ულტიმატუმები და შიმშილობა საქართველოში დაძაბულობას ვერ მოხსნის
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით რამდენიმე დღეა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, გააკრიტიკა დაპირისპირებული პარტიების ლიდერების კატეგორიულობა.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. შიმშილობას, ოპოზიციონერების თქმით, უკვე 100-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
„ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე.
ცოტა ხნის წინ ულტიმატუმი წამოაყენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე აიღებდა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივას. 15 დეკემბერს მან პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.