მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის გამო: ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა გააძლიერა

CC BY 2.0 / 1GNC Münster / POLEN - NRF/IRF- VJTFნატოს სწრაფი რეაგირების ძალები
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი − Sputnik. ნატომ, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, თავისი სწრაფი რეაგირების ძალების (NATO Response Force, NRF) საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა, იუწყება გერმანული გაზეთი Welt ალიანსის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.

„უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს რუსეთის ჯარების გაზრდაზე ნატომ პირველი კონკრეტული სამხედრო ნაბიჯით უპასუხა და თავისი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40 ათას სამხედრომდე გაზარდა“, − წერს გამოცემა.

მისი მონაცემებით, მაღალი მზადყოფნის ოპერატიული ჯგუფი (Very High Readiness Joint Task Force, VJTF), რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებში შედის, ორშაბათიდან „უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ კრიზისის რაიონში ხუთი დღის განმავლობაში შეძლოს განთავსება“. აღინიშნება, რომ მანამდე განთავსების ვადა შვიდ დღეს შეადგენდა.
ნატოსა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მსოფლიო დღეს
ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა: ალიანსმა პირობები დაასახელა
გამოცემის თანახმად, გაზრდილია როგორც NRF-ის ქვედანაყოფების, ისე სპეცდანიშნულებისა და ლოგისტიკის ძალების მზადყოფნა.
როგორც Welt-ი წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუდასტურებია.
რუსეთის ფედერაციამ დასავლეთის იმ ბრალდებებზე, რომლებიც უკრაინას შეეხება, არაერთხელ განაცხადა, რომ ის არავის ემუქრება და არავისზე თავდასხმას არ აპირებს, თუმცა მისი ინტერესებისთვის პოტენციურად სახიფათო ქმედებებს უყურადღებოდ არ დატოვებს.
ყველა ახალი ამბავი
0