https://sputnik-georgia.com/20211222/mtavroba-kidev-erti-wlis-ganmavlobasi-sezlebs-sezrudvebis-dawesebas-koronavirusis-gamo-263076821.html
მთავრობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსის გამო
მთავრობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსის გამო
Sputnik საქართველო
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T20:20+0400
2021-12-22T20:20+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217184_0:0:3105:1747_1920x0_80_0_0_87cadf0b2fde4c8094e967641301018f.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმად, მთავრობა ერთპიროვნულად შეძლებს კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას 2023 წლის 1 იანვრამდე.ცვლილებები მესამე მოსმენით ოთხის წინააღმდეგ 77-მა დეპუტატმა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთა აზრით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები არაეფექტურია, რაზეც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების დიდი რაოდენობა მეტყველებს.საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მთავრობას პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს, 2020 წლის 22 მაისს მიიღეს იმის გამო, რომ 15 ივლისს იწურებოდა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების თავიდან ასაცილებლად „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მოქმედების ვადა ორჯერ გაგრძელდა.ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“, რომელიც დღემდე არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება, მათ შორის, კოვიდ-პასპორტების შემოღებასა და ქვეყანაში შემოსვლის წესებს.ამჟამად საქართველოში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:
https://sputnik-georgia.com/20211222/ramis-klubebi-kidev-ar-ixsneba-263065006.html
https://sputnik-georgia.com/20211222/vaqcinis-meotxe-doza-gamyrelize-263070034.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217184_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_02ada54f44cb1da3b0abdf00baab6682.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, covid-19
მთავრობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსის გამო
20:20 22.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმად, მთავრობა ერთპიროვნულად შეძლებს კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას 2023 წლის 1 იანვრამდე.
ცვლილებები მესამე მოსმენით ოთხის წინააღმდეგ 77-მა დეპუტატმა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთა აზრით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები არაეფექტურია, რაზეც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების დიდი რაოდენობა მეტყველებს.
საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მთავრობას პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს, 2020 წლის 22 მაისს მიიღეს იმის გამო, რომ 15 ივლისს იწურებოდა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების თავიდან ასაცილებლად „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მოქმედების ვადა ორჯერ გაგრძელდა.
ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“, რომელიც დღემდე არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება, მათ შორის, კოვიდ-პასპორტების შემოღებასა და ქვეყანაში შემოსვლის წესებს.
ამჟამად საქართველოში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:
პირბადეების გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში, ისე ქუჩაში;
უცხოელებს საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ ცნობის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში;
სკოლაში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, კლასი ან მთელი სკოლა გადადის ონლაინ-სწავლების რეჟიმზე;
საგანმანათლებლო დაწესებულებების, საპატიმროების, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ექიმები პერიოდულად იკეთებენ ტესტს კორონავირუსზე;
რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებსა და საბავშვო ცენტრებში, სპა-სალონებში, ფიტნეს-დარბაზებსა და აუზებზე 18 წლიდან სავალდებულოა კოვიდ-პასპორტების წარდგენა;
აკრძალულია საბავშვო ბანაკების მოწყობა;
აკრძალულია ღამის კლუბების მუშაობა;
აკრძალულია სოციალური ღონისძიებები, რომლებშიც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს;
საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ.