https://sputnik-georgia.com/20211222/meotxe-braitoni-oskaris-sort-listsi-ar-moxvda-263056296.html
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ მოხვდა
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ მოხვდა
Sputnik საქართველო
ქართულმა დრამამ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე უამრავი ჯილდო მიიღო. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T13:18+0400
2021-12-22T13:18+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262026185_16:0:718:395_1920x0_80_0_0_094cc306da7d4ee8c2c9c9d774f53fad.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ პრემია „ოსკარის“ პრეტენდენტების შორტ-ლისტში ვერ მოხვდა. ამის შესახებ ამერიკული კინოაკადემია იუწყება.კონკურსის ჟიურიმ ნომინაციისთვის „საუკეთესო უცხოური ფილმი“ 15 სურათი შეარჩია. სიაში მოხვდა ფილმები ავსტრიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, დანიიდან, კოსოვოდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, მექსიკიდან, ირანიდან, ისლანდიიდან, იაპონიიდან, პანამიდან, ბუტანიდან, იტალიიდან და ბელგიიდან.„მეოთხე ბრაიტონის" წარმატება: ლევან კოღუაშვილის ფილმმა ისრაელში სოლიდური პრიზები მიიღო>>პრემიის ნომინანტებს 8 თებერვალს დაასახელებენ, რიგით 94-ე პრემიის გადაცემა კი 2022 წლის 27 მარტს ლოს-ანჟელესში გაიმართება.ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას უკვე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.
https://sputnik-georgia.com/20211112/meotxe-braitoni-aziuri-filmebis-festivalis-gamarjvebulia-262027561.html
https://sputnik-georgia.com/20211214/levan-koruasvilis-meotxe-braitoni-saudis-arabeti9s-sauketeso-filmad-dasaxelda-262860675.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262026185_103:0:630:395_1920x0_80_0_0_dd5ddfee2a11335094afdc7b979b1766.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ მოხვდა
13:18 22.12.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ქართულმა დრამამ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე უამრავი ჯილდო მიიღო.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ პრემია „ოსკარის“ პრეტენდენტების შორტ-ლისტში ვერ მოხვდა. ამის შესახებ ამერიკული კინოაკადემია
იუწყება.
კონკურსის ჟიურიმ ნომინაციისთვის „საუკეთესო უცხოური ფილმი“ 15 სურათი შეარჩია. სიაში მოხვდა ფილმები ავსტრიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, დანიიდან, კოსოვოდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, მექსიკიდან, ირანიდან, ისლანდიიდან, იაპონიიდან, პანამიდან, ბუტანიდან, იტალიიდან და ბელგიიდან.
პრემიის ნომინანტებს 8 თებერვალს დაასახელებენ, რიგით 94-ე პრემიის გადაცემა კი 2022 წლის 27 მარტს ლოს-ანჟელესში გაიმართება.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას უკვე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.