ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში საუკეთესო ფილმად დასახელდა

© courtesy of Georgian National Film Centerფილმი „მეოთხე ბრაიტონი“
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გვიამბობს ქართველი მოჭიდავის ისტორიას, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალის (Saudi Arabia’s inaugural Red Sea Film Festival) საუკეთესო ფილმების ნომინაციის (Best Film) გამარჯვებულია, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.
წითელი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალი საუდის არაბეთის ისტორიაში პირველი კინოფესტივალია. იგეგმება, რომ შემდგომში ის ყოველწლიურად გაიმართება. ის ჩატარდა საპორტო ქალაქ ჯედაში, წითელი ზღვის სანაპიროზე. კინოფესტივალი ორიენტირებულია ახალ ტენდენციებზე საუდის არაბეთის, არაბული სამყაროს და გლობალური სამხრეთის დანარჩენი ნაწილის კინოში.
კადრი ფილმიდან „ოთარის სიკვდილი“ - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმები გამოვლინდა
წელს ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 138 ფილმმა 67 ქვეყნიდან 34 ენაზე, მათ შორის 16 ფილმი საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი. ქართული ფილმი გამარჯვებისთვის იბრძოდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორიაში.
არსებული ინფორმაციით, პრიზი ლევან კოღუაშვილს ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა.

„ნომინანტებმა წარმოაჩინეს ნიჭის წარმოუდგენელი დიაპაზონი მრავალფეროვან და საინტერესო თემებზე. ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება. ამ ფილმებმა შეგვძრა და შთაგვაგონა, და მათ აჩვენეს ფილმის გადაღების განსაკუთრებული ნიჭი და დამაჯერებელი ისტორიები", – აღნიშნა ტორნატორემ დაჯილდოების ცერემონიაზე.

ტორნატორეს გარდა, ჟიურის წევრები იყვნენ ტუნისელი მსახიობი ჰენდ საბრი, ამერიკელ-პალესტინელი რეჟისორი, მწერალი, მსახიობი და პროდიუსერი შერიენ დაბისი, „მორელია ინტერნეიშენალ ფილმ ფესტივალის“ დამფუძნებელი დანიელა მიშელი და საუდელი კინორეჟისორი აბდულაზიზ ალშლაჰეი.
ფესტივალის ორგანიზატორია ფონდი Red Sea Film Festival Foundation, რომელსაც საუდის არაბეთის პრინცი და სახელმწიფო მოღვაწე ბადრ ალ საუდია ხელმძღვანელობს.
ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
საქართველო ​„ოსკარზე" ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ საქართველოდან წარდგენილია აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, მსახიობი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0