„სამშობლოში დაბრუნების გზა“ – ესპანეთში მცხოვრები ქართველი პედაგოგის ნატვრა

© courtesy of Maiko Gubeladzeსაკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად
საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ეპანეთში მცხოვრებ მუსიკოსს მაია გუბელაძეს გაგაცნობთ.
საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობას საქართველოში დაეუფლა. 11 წელია, რაც ბარსელონაში ცხოვრობს და საკვირაო სკოლაში ემიგრანტ ბავშვებს მუსიკას ასწავლის, ქართულ ხელოვნებას აყვარებს. დღეს ამ სფეროში მუშაობის უკვე 30-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს.
ისევე, როგორც ამ ქალაქში მყოფი ყველა ქართველისთვის, მისთვისაც „აქ არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ის ადგილია, სადაც პატარა საქართველოა“ და სადაც ბევრი ეროვნული საქმე კეთდება.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე
მაია გუბელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მაია გუბელაძე
- ქალბატონო მაია, თავის დროზე მუსიკის სიყვარულის გამო საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობა აირჩიეთ...
- საქართველოში საგუნდო-სადირიჟოროზე ყოველთვის დიდი კონკურსი იყო. თანაც, ერთდროულად ფორტეპიანოს, ვოკალს, მუსიკალურ ლიტერატურასა და სოლფეჯიოს გავდიოდით. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან იყო. სახლში ყველა მღეროდა, დედა, მამა და ძმა გიტარას კარგად ფლობდნენ. ჩემთვის კი პიანინო და მიკროფონი ყველაფერი იყო. სულ ვმღეროდი და თხოვნაც არ მჭირდებოდა, რომ მემღერა. სკოლის პერიოდში მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ – სამუსიკო სასწავლებელი, მოგვიანებით – უნივერსიტეტი. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს მაინც მუსიკამ სძლია. ამიტომ ჩემი ძირითადი პროფესიაც მას დავუკავშირე.
© courtesy of Maiko Gubeladzeემიგრანტ ბავშვებთან ერთად
ემიგრანტ ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ემიგრანტ ბავშვებთან ერთად
- ესპანეთში როგორ აღმოჩნდით და როგორ მიგიღოთ ამ ქვეყანამ?
- ბარსელონაში 11 წლის წინ ჩამოვედი. ემიგრანტობა რთულმა სოციალურმა პირობებმა განაპირობა. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და სულ მენატრება. თუმცა უკვე არანაკლებ მიყვარს ესპანეთიც, ქვეყანა თავისი საინტერესო კულტურით და ისტორიით. ქვეყანა, რომელმაც მიმიღო და გულში ჩამიკრა სწორედ მაშინ, როცა ძალიან მიჭირდა. არ მიყვარს უმადური ადამიანები, ამიტომ სულ ვამბობ: მადლობა ესპანეთს და ესპანელ ხალხს.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე
მაია გუბელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მაია გუბელაძე
- ამბობენ, რომ ბარსელონაში მცხოვრებ ქართველებს გარკვეულად გაუმართლათ...
- დიახ, ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი ბარსელონაში, იქ, სადაც ემიგრაციაში მყოფი ყველა ქართველი პოულობს სულიერ შვებას. აქ არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი კი ის ადგილია, სადაც პატარა საქართველოა. ეს ტაძარი, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის წყალობით, 15 წელია, რაც ბარსელონაში მცხოვრები ყველა ქართველის სულის ნავსაყუდელია.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე საკვირაოს სკოლის ბავშვებთან
მაია გუბელაძე საკვირაოს სკოლის ბავშვებთან - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მაია გუბელაძე საკვირაოს სკოლის ბავშვებთან
- ვინ დააარსა საკვირაო სკოლა, სადაც ქართველ ბავშვებს მუსიკას ასწავლით?
- ეს ქართული საკვირაო სკოლაც არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის წყალობით დაარსდა. აქ ყველაფერი ქართული ისწავლება, რათა ესპანეთში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს იდენტობა არ დავუკარგოთ. ამ ბავშვებს საკვირაო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები, მათ შორის მეც ვასწავლი. ამით თითოეული ჩვენგანი სამშობლოს წინაშე ვალს ვიხდით.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე
მაია გუბელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მაია გუბელაძე
- თქვენი მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტებით თუ გამოდიხართ ადგილობრივი პუბლიკის წინაშე?
- სხვადასხვა თემებზე ხშირად ვაწყობთ საინტერესო ღონისძიებებს. მონაწილეობას ვიღებთ საქალაქო ღონისძიებებში და უცხოელებს ქართულ კულტურას ვაცნობთ. ქართული სიმღერა, ცეკვა, რელიგია, ჩვენი ქვეყნის ისტორია, დამწერლობა, მხატვრობა – ვამაყობ, რომ ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტები და ღონისძიებები ამ ყველაფერს მოიცავს.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე
მაია გუბელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მაია გუბელაძე
- ესპანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ და ალბათ უცხოეთში ყოფნას ესეც გიადვილებთ...
- თავის დროზეც, ვერ გეტყვით, რომ დიდი სირთულეები გამოვიარე, რადგან ესპანეთში უკვე დაფუძნებული იყო ჩემი ძმა თავისი ოჯახით. დღეს ჩემი მეუღლეც აქ არის. მყავს ორი შვილი, ერთი თავისი ცოლ-შვილით ამერიკაში ცხოვრობს და 12 წელია არ მინახავს. არ ვიცნობ რძალს და არ მინახავს შვილიშვილი, რომელიც უკვე ექვსი წლის ხდება...
© courtesy of Maiko Gubeladzeახლობლებთან ერთად
ახლობლებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ახლობლებთან ერთად
- საქართველოში მუსიკალურ წრეებში გიცნობენ როგორც მანანიკო ცენტერაძის დედას, ალბათ მისი წარმატება თქვენი დამსახურებაა...
- ჯერ კიდევ პატარა იყო ჩემი გოგო, როდესაც სიმღერის დროს სულ მყვებოდა ხოლმე. ამით ვხვდებოდი, რომ მუსიკას და სცენას დაუმეგობრდებოდა. არც შევმცდარვარ, ჯერ კიდევ ორწლინახევრის იყო, როცა ფოთის თეატრის სცენაზე დადგა. მაშინ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის დედოფალი გახდა. როცა მანანიკო დიდ სცენაზე დავინახე, უდიდესი ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. უკვე ბევრ პროექტში გამოვიდა წარმატებით და მიხარია, რომ იმ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან უყვარს.
- დღეს რას ნატრობს ემიგრანტი პედაგოგი?
- როცა ქართულ საკვირაო სკოლაში ამდენ თვალებგაბრწყინებულ და ქართული სიყვარულით გულანთებულ პატარას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ვფიქრობ: ,,არ გადავშენდებით!" რაც შეეხება ნატვრას, ვნატრობ, რომ ამ ნიჭიერმა პატარებმა, როცა გაიზრდებიან, სამშობლოში დაბრუნების გზა იპოვონ. თუ მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი პედაგოგი მათ კარგ ქართველებად ჩამოყალიბებაში სულ პატარა წვლილს მაინც შევიტან, ჩავთვლი, რომ ეს წლები ტყუილად არ დამიკარგავს...
ყველა ახალი ამბავი
0