https://sputnik-georgia.com/20211222/fexburti-saburtalo-espanur-valensiastan-itanamsromlebs-263047765.html
ფეხბურთი: „საბურთალო" ესპანურ „ვალენსიასთან" ითანამშრომლებს
ფეხბურთი: „საბურთალო" ესპანურ „ვალენსიასთან" ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, „საბურთალო“ უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ გაძლიერდეს „ვალენსიის“ მოთამაშეებით. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T10:00+0400
2021-12-22T10:00+0400
2021-12-22T18:01+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252259763_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_d800f0ca739edf8c7720a2bcbb49dfe2.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" (თბილისი) და ესპანური „ვალენსია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„აკადემიის დონეზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხოლო იანვარში მიგვიწვიეს და „ვალენსიას“ და „საბურთალოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პირველი შედეგი იქნება ის, რომ ესპანელი სპეციალისტები ჩამოვლენ, შეაფასებენ საერთო სურათს და გუნდის განვითარების გეგმის შედგენაში დაგვეხმარებიან. ამას გარდა, ისინი მონიტორინგს გაუწევენ „საბურთალოს“ მუშაობას“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.მისი თქმით, თანამშრომლობის ამ ფორმატის შედეგად უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ „საბურთალო“ „ვალენსიის“ მოთამაშეებით გაძლიერდება.როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ადგილზე შეარჩევს ფეხბურთელებს „ვალენსიის“ უახლოესი რეზერვიდან, რომლებიც „საბურთალოს“ დაეხმარებიან.„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.
https://sputnik-georgia.com/20211209/tbilisis-saburtalo-saqartvelos-tasis-gamarjvebulia-262716670.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252259763_267:0:1330:797_1920x0_80_0_0_ee4f3f91be8e4894cf35c420315c7311.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ფეხბურთი: „საბურთალო" ესპანურ „ვალენსიასთან" ითანამშრომლებს
10:00 22.12.2021 (განახლებულია: 18:01 22.12.2021) ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, „საბურთალო“ უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ გაძლიერდეს „ვალენსიის“ მოთამაშეებით.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" (თბილისი) და ესპანური „ვალენსია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აკადემიის დონეზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხოლო იანვარში მიგვიწვიეს და „ვალენსიას“ და „საბურთალოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პირველი შედეგი იქნება ის, რომ ესპანელი სპეციალისტები ჩამოვლენ, შეაფასებენ საერთო სურათს და გუნდის განვითარების გეგმის შედგენაში დაგვეხმარებიან. ამას გარდა, ისინი მონიტორინგს გაუწევენ „საბურთალოს“ მუშაობას“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
მისი თქმით, თანამშრომლობის ამ ფორმატის შედეგად უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ „საბურთალო“ „ვალენსიის“ მოთამაშეებით გაძლიერდება.
როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ადგილზე შეარჩევს ფეხბურთელებს „ვალენსიის“ უახლოესი რეზერვიდან, რომლებიც „საბურთალოს“ დაეხმარებიან.
„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.